Belive

დუბაიმ ეფესთან იმარჯვა | შენგელიამ 9 ქულა მოაგროვა

4 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-12 ტურში დუბაიმ ეფესს უმასპინძლა და 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 80:75 დაამარცხა.

დუბაის ძირითად ხუთეულში ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 15 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

თოკომ 5-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 10 შეადგინა.

დუბაი, რომელიც 8 მოგებითა და 4 წაგებით ევროლიგის მე-5 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს ხუთშაბათს, 19 ნოემბერს, მაკაბის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები