Belive

შენგელიას დებიუტი ბარსელონაში | თოკოს გუნდმა ევროლიგა მარცხით დაიწყო

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

თორნიკე შენგელიამ ბარსელონას მაისურით პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

ევროლიგის პირველ ტურში კატალონიური გუნდი თელ-ავივის აპოელს ესტუმრა და 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 103-87 დამარცხდა.

ქართველმა ფორვარდმა, რომელიც ბარსელონას ძირითად ხუთეულში იყო, 24 წუთში 8 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. თოკომ დღევანდელ მატჩში 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 12 შეადგინა.

ბარსელონას რიგებში 23 ქულით, 7 მოხსნით, 2 პასითა და 1 დაფარებით უილ კლაიბერნი გამოირჩა.

თორნიკეს გუნდი ევროლიგის მომავალ შეხვედრას პარასკევს, 3 ოქტომბერს, პანათინაიკოსთან სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები