Belive

ბარსელონამ მანრესას 37 ქულით მოუგო | შენგელიამ 19 წუთი ითამაშა

6 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

ლიგა ენდესას მე-20 ტურში ბარსელონამ მანრესას უმასპინძლა და მეტოქე 37-ქულიანი სხვაობით დაამარცხა (97:60). ბარსელონა დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით გავიდა, თუმცა ყველაფერი მაინც მესამე მეოთხედში გადაწყდა - კატალონიელებმა ეს 10 წუთი 18 ქულით მოიგეს (30:12).

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 19 წუთი გაატარა და ამ დროში 6 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ქართველმა თამაშიდან სულ 5-ჯერ ისროლა და 2 ორქულიანი ჩააგდო. 2-ჯერ დადგა საჯარიმოს ხაზზე და ორივე შემთხვევაში ზუსტი აღმოჩნდა.

20 ტურის შემდეგ, ბარსელონას 14 მოგება აქვს და მეოთხე ადგილზეა (მურსია, რომელსაც ასევე 14 გამარჯვება აქვს, მესამე ადგილს იკავებს). ბარსელონა შემდეგ შეხვედრას 20 თებერვალს, სწორედ მურსიასთან ჩაატარებს - მატჩი ესპანეთის სამეფო თასის ეგიდით ჩატარდება.

სხვა სტატიები