Belive

შენგელიას 9 ქულა - ვირტუსმა ულმს მოუგო და ევროქაფის 1/2-ფინალში გავიდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროქაფის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრაში ,,ვირტუსმა” ,,ულმს” უმასპინძლა და 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 83:77 დაამარცხა. შედეგად, სკარიოლოს გუნდი ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. ბოლონიელთა ძირითად ხუთეულში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, რომელმაც 27 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თოკომ 11-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. ,,ვირტუსს” 27 ქულით, 11 მოხსნითა და 1 ასისტით მუამადუ ჟაიტემ ულიდერა. ,,ულმის” შემადგენლობაში 22 ქულით, 7 მოხსნითა და 2 დაფარებით ჯერონ ბლოსომგეიმი გამოირჩა. ,,ვირტუსის'' მეტოქე ნახევარფინალში დღეს, ,,ვალენსიასა'' და ,,მეტროპოლიტანსის'' დაპირისპირებაში გაირკვევა.


სხვა სტატიები