Belive

შენგელიას 15 ქულა და განადგურებული ტრენტო

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ბოლო ტურში "ვირტუს ბოლონიამ" საკუთარ კედლებში "ტრენტოს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 108:61 დაამარცხა. ეს შეხვედრა სატურნირო ცხრილის მხრივ დიდს არაფერს წყვეტდა, ორივე გუნდს პლეი ოფში თამაში განაღდებული აქვს, ვირტუსი პირველ ადგილზეა, ტრენტო კი მეშვიდეზე.

პარკეტზე 17 წუთი გაატარა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც გუნდს ამ დროში 15 ქულა, 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. შენგელიამ 5-დან 4-ჯერ საშუალო დისტანციიდან ჩააგდო, 2-დან 1 სამქულიანი გამოიყენა და საჯარიმოს ხაზიდან 4-დან ყველა ზუსტად ისროლა. მატჩის ყველაზე მაღალქულიანი მოთამაშე იტალიელი მარკო ბელინელი გახდა, რომელმაც ტრენტოს 20 ქულა ჩაუგდო.

თორნიკე შენგელიას საშუალო სტატისტიკა იტალიის ჩემპიონატში ასეთია: 13.8 ქულა; 5.2 მოხსნა და 3.3 შედეგიანი გადაცემა.

სხვა სტატიები