Belive

შენგელიას 20 ქულა მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ევროპულ სარბიელზე მორიგი შეხვედრა გამართა. ევროლიგის მე-12 ტურში ესპანელებმა "ანადოლუ ეფესს" უმასპინძლეს და 25 ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ. შეხვედრა თავიდანვე თურქების საგრძნობი უპირატესობით დაიწყო და ასევე წარიმართა ბოლომდე. საბოლოო ანგარიში კი - 77:102 დაფიქსირდა. თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 35 წუთი და 44 წამი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 20 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოუტანა. მომდევნო შეხვედრას "ბასკონია" მის ერთ-ერთი უშუალო კონკურენტთან "ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა ბელგრადში, 12 დეკემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები