Belive

სერბეთთან შერმადინი და შენგელია არ ითამაშებენ

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა, ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ჩვენი ნაკრები 24 თებერვალს სტუმრად სერბეთს, ბელგრადში დაუპირისპირდება.

საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე თამაში უკვე გაინაღდა - 21 თებერვალს თბილისში დანიის ნაკრები (62:60) დავამარცხეთ და ზედიზედ მეექვსედ ვითამაშებთ ევროზე. თბილისური მატჩისგან განსხვავებით, ჯიკიჩმა გადაწყვიტა, გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია დაესვენებინა, რადგან სერბეთთან შეხვედრას სატურნირო მნიშვნელობა აღარ აქვს.

12-კაციან სიაში არ არის კამარ ბოლდუინიც, რომელმაც დანიასთან მატჩის წინ ტრავმა მიიღო. საქართველოს ნაკრების განაცხადი კი ასეთია:

რატი ანდრონიკაშვილი, ბექა ბურჯანაძე, დუდა სანაძე, სანდრო სანაძე, მათე ხატიაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, კახა ჯინჭარაძე, ლუკა მაზიაშვილი, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, ლუკა ლიკლიკაძე, ილია ლონდარიძე.

სხვა სტატიები