10-მატჩიანი პაუზის შემდეგ, თორნიკე შენგელია ვირტუსს დაუბრუნდა
ევროლიგის 21-ე ტურში ,,ჟალგირისმა'' ,,ვირტუს ბოლონიას'' უმასპინძლა და 9-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 77:68 დაამარცხა.
12 დეკემბრის შემდეგ, პირველი შეხვედრა ჩაატარა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც ტრავმის გამო ზედიზედ 10 მატჩი გამოტოვა.
ქართველმა ფორვარდმა დღეს პარკეტზე გატარებულ 23 წუთში 12 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
თორნიკემ 9-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 შეადგინა, რითაც საკუთარი გუნდის რიგებში მხოლოდ იზაია კორდინიეს ჩამორჩა.
,,ვირტუსი'', რომელიც 6 მოგებითა და 15 წაგებით სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას პარასკევს, 17 იანვარს, ,,ბაიერნთან'' სტუმრად გამართავს.
Dopo un inizio difficile la Virtus resta in partita, cedendo solo nei minuti finali ❌ pic.twitter.com/TlNq3oqeum
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) January 15, 2025