Belive

თორნიკე შენგელიამ გრან კანარიას 14 ქულა ჩაუგდო | ბარსელონამ გაიმარჯვა

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში გრან კანარიამ ბარსელონას უმასპინძლა და 61:72 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიაზე მეტი არავის უთამაშია - ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე თითქმის 27 წუთი გაატარა და ამ დროში 14 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ორნიკემ 6-დან 4 ორქულიანი და 3-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო - საჯარიმო ხაზიდან სამივე ტყორცნა ზუსტი იყო.

8 თამაშის შემდეგ, ბარსელონას 4 მოგება და 4 მარცხი აქვს - კატალონიელები სატურნირო ცხრილის მეშვიდე პოზიციაზე იმყოფებიან და შემდეგ ტურში მორაბანკ ანდორას უმასპინძლებენ (7 დეკემბერს). იქამდე ბარსელონას ევროლიგის 2 შეხვედრა აქვს ჩასატარებელი (26 ნოემბერს/ლიონი - 5 დეკემბერს/ცრვენა ზვეზდა).

სხვა სტატიები