საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ლიეტუვასთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპს და ტესტ-მატჩების სერიას აგრძელებს. სამწუხაროდ, სტუმრად ლიეტუვასთან, ჟალგირისის გადაჭედილ არენაზე 23-ქულიანი სხვაობით, 77:54 დავმარცხდით.
ჩვენს ნაკრებს, თორნიკე შენგელიას სახით უდიდესი დანაკლისი ჰქონდა - კაპიტანი გუნდს მომდევნო შეხვედრებში დაუბრუნდება. განსაკუთრებულად ცუდი მეოთხე მეოთხედი გამოვიდა, სადაც მასპინძლებმა 24:9 მოიგეს.
ლიეტუველთა მხრიდან გამორჩეული იყო ვეტერანი ცენტრი, იონას ვალანჩუნასი, რომელმაც 11 ქულა ჩაგვიგდო, თუმცა აღსანიშნავია, რომ თითქმის მთელი მეორე ნახევარი დაისვენა.
ქართველების მხრიდან: სანდრო მამუკელაშვილი - 15 ქულა, ბექა ბურჯანაძე - ქულა 9, გოგა ბითაძე - 8 ქულა, კამარ ბოლდუინი - 7 ქულა, გიორგი შერმადინი - 6 ქულა.
სამწუხაროდ, პირველ 2 დახურულ ამხანაგურ შეხვედრაშიც, ჯერ ისრაელთან, შემდეგ კი ესტონეთთან დავმარცხდით. საქართველოს ნაკრების ორი მომდევნო ტესტი პოლონეთთან და ჩეხეთთან ექნება.