Belive

"თორნიკე ყოველ მომდევნო თამაშში მუდმივად აჩვენებდა თავის სიძლიერეს" - Eurohoops

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საკალათბურთო საიტმა Eurohoops-მა ევროლიგის მომდევნო, 2024/25 წლების სეზონის საუკეთესო 50 მოთამაშე დაასახელა, რომლებიც მათი აზრით საუკეთესოდ იასპარეზებენ. სიაში მოხვდა თორნიკე შენგელიაც, როგორც საიტის ჩამონათვალში წერია, ქართველი კალათბურთელი მე-11 ადგილზე გავიდა, მათ რეიტინგის შედგენის თავიანთი მეთოდიც აქვთ, რაშიც მთავარი ყურადღება ექცევა წინა სეზონის სტატისტიკას და სამომავლო პერსპექტივას თუ როგორ იასპარეზებს, კლუბის სიძლიერე იმისდა მიხედვით თუ რას მიაღწიეს და რისი მიზნებიც არსებობს.

2023/24 სეზონი: საშუალოდ 27:25 წუთი, 14,5 ქულა, 5,0 მოხსნა, 3,3 პასი.

თორნიკე შენგელიას გუნდი პლეი ოფში ფლეი ინის მეორე წრეში "ბასკონიამ" გამოთიშა.

ქართველი კალათბურთელი წინა სეზონის ევროლიგის MVP-ის ტიტულზე სტაბილურად წინ მიიწევდა და ეს საკმაოდ ლოგიკურადაც. თორნიკე ყოველ მომდევნო თამაშში მუდმივად აჩვენებდა თავის სიძლიერეს, თუმცა გუნდი ჩამოიშალა და პლეი ოფში გასვლა ვერ მოახერხა, რის გამოც შენგელიას TOP 10-ში მოხვედრა გაუჭირდა. - Eurohoops თორნიკე შენგელიაზე

თორნიკე შენგელიაზე უკან ჩამონათვალში არიან:

  1. ძანან მუსა ("რეალ მადრიდი")

  2. ლორენცო ბრაუნი ("მაკაბი")

  3. მარკუს ჰოვარდი ("ბასკონია")

  4. მარიო ჰეზონია ("რეალ მადრიდი")

  5. ივან ფურნიე ("ოლიმპიაკოსი")

  6. ჩიმა მონეკე ("ბასკონია")

  7. კევინ პანტერი ("ბარსელონა")

  8. ჯორდან ნვორა ("ეფესი")

  9. ნიკოლა მიროტიჩი ("ოლიმპია მილანო")

  10. ნიკ კალატესი ("მონაკო")

  11. ნიკოლას ლაპროვიტოლა ("ბარსელონა")

  12. დინოს მიტოღლუ ("პანათინაიკოსი")

  13. ჩედი ოსმანი ("პანათინაიკოსი")

  14. ჯოშ ნებო ("ოლიმპია მილანო")

  15. ალეკ პიტერსი ("ოლიმპიაკოსი")

  16. ჯერიენ გრანტი ("პანათინაიკოსი")

  17. იან ვესელი ("ბარსელონა")

  18. ბონზი კოლსონი ("ფენერბაჰჩე")

  19. ვინცენ პორიე ("ეფესი")

სხვა სტატიები