Belive

დუბაიმ სპარტაკ სუბოტიცა მარტივად დაამარცხა

13 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

ადრიატიკის ლიგის (ABA League) მე-8 ტურის შეხვედრაში დუბაიმ სპარტაკ სუბოტიცა 93:75 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ 14:20 წუთი ითამაშა, ამ დროის განმავლობაში მან 8 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 13 ქულა ჯარონ ბლოსომგეიმმა ჩააგდო, 12-12 ქულა ჰქონდა 4 კალათბურთელს - ლუკა ჩეროვინას, დალიბორ ილიჩს, ელი ოკობოსა და ფილიპ პეტრუშევს.

დუბაი ადრიატიკის ლიგაში დაუმარცხებელია, არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდს 7-დან 7 გამარჯვება აქვს და ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. ქართველი კალათბურთელის კლუბი მომდევნო შეხვედრას ევროლიგის ეგიდით ეფესის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 17 ნოემბერს ჩატარდება.