შენგელია, რუბიო, გალინარი - 10 ვარსკვლავი, რომელიც ევრობასკეტს დააკლდება
ევრობასკეტის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათიღა რჩება, სამწუხაროდ ევროპის ნომერ პირველს საკალათბურთო ტურნირს არაერთი ვარსკვლავი გამოაკლდა, უმთავრესი მიზეზი ტრავმებია, რასაც ხელი ფიბას მიერ შედგენილმა საკმაოდ დატვირთულმა კალენდარმაც შეუწყო ხელი. Eurohoops-მა 10 კალათბურთელი გამოარჩია, ვისი ხილვაც გულშემატკივარს ყველაზე მეტად გაახარებდა
10. დანილო გალინარი - იტალია
დანილო ალბათ ერთ-ერთია ორი ყველაზე დასანანი დანაკლისიდან. გალინარიმ არამხოლოდ მასპინძლის სტატუსით ასპარეზობის შანსი დაკარგა, არამედ შანსი, რომ მის მშობლიურ ქალაქში - მილანში ეთამაშა, ამ ყველაფერს თუ იმას დავუმატებთ რომ "გალო" კარიერაში მეოთხე ევრობასკეტს (2007, 2013, და 2017 წლები) გამოტოვებს ვითარება მისთვის საკმაოდ რთულია. "ჯოჯოხეთურად მტკივა გული რომ ოცნებას ვერ ავისრულებ" განაცხადა მან დიაგნოზის დასმის შემდეგ.
9. ბოგდან ბოგდანოვიჩი - სერბეთი
ბოგდანოვიჩის არყოფნა უკვე ტრადიციად ითვლება, თუმცა სერბეთი მის გარეშეც რჩება მედლის მთავარ პრეტენდენტად. ბოგდანოვიჩი ეროვნული ნაკრების ლიდერი ჯერ კიდევ 2017 წელს იყო, მაშინ არავის სჯეროდა, რომ სერბეთი წარმატებას მიაღწევდა და საბოლოოდ მან საკუთარ ქვეყანას ვერცხლის მედალი მოუპოვა. გარემოებების გათვალისწინებით, ბოგდანოვიჩს რომ ევრობასკეტზე ეთამაშა, სერბეთი კიდევ უფრო გამოკვეთილი ფავორიტი იქნებოდა, თუმცა
8. თორნიკე შენგელია - საქართველო
პრაქტიკულად გალინარის იდენტური შემთხვევა დაემართა თორნიკე შენგელიას. საქართველოს ნაკრების ლიდერმა დაკარგა შანსი, რომ ეთამაშა ევრობასკეტი საკუთარი გულშემატკივრების წინაშე. „იმ დღიდან, რაც ცნობილი გახდა რომ, რომ ევრობასკეტი ჩემს ქვეყანაში გაიმართება, ალბათ არც ერთი დღე არ არის, რომ ამ ღონისძიებაზე არ მეფიქრა. ჩემი ყოველი ნაბიჯი მიმართული იყო იმის უზრუნველსაყოფად, რომ მზად ვყოფილიყავი ამ თამაშებისთვის და გამემართლებინა თქვენი მოლოდინები. მაგრამ სპორტში, სხვა ბევრ კარგ ფაქტთან ერთად, ეს მომენტები საკმაოდ ხშირად ხდება“.
7. სერხიო ლული - ესპანეთი
ლულმა ტრავმის გამო ესპანეთის ნაკრების შეკრება ტრავმის გამო გამოტოვა და ამიტომაც ბევრისთვის გასაკვირი არ ჰყოფილა, რომ ლეგენდარული ესპანელი ევრობასკეტს გამოტოვებდა. და მაინც, ესპანეთის ნაკრების ამ შემადგენლობაში, ისეთი გამოცდილი ვეტერანი ლიდერის ყოფნა, როგორიც ლულია, გადამწყვეტი იქნებოდა. მაგრამ მისი ასაკის გამო, ამ ეტაპზე ერთადერთი კითხვა ჩნდება, იქნება თუ არა ის საკმარისად ჯანმრთელი, რომ იასპარეზოს და შემდეგ დაასრულოს თავისი ბრწყინვალე კარიერა ეროვნულ ნაკრებში, მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ან პარიზის ოლიმპიადაზე.
6. რიკი რუბიო - ესპანეთი
ლულის არ ყოფნა დიდი დარტყმაა, მაგრამ ამ ეტაპზე რიკი რუბიოს არყოფნა გაცილებით დიდი დარტყმაა ესპანეთისთვის. რუბიომ ესპანეთი 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლამდე მიიყვანა და ის ესპანეთის ნაკრების გამორჩეული ლიდერია. ზუსტად რომ ვთქვათ, ის უახლოეს მომავალში განაგრძობს გუნდთან ვარჯიშს, რადგან იგი 31 წლისაა და მას წინ ჯერ კიდევ რამდენიმე ტურნირი აქვს ჩასატარებელი. რიკიმ 2021 წლის ოქტომბერში უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ იგი ევრობასკეტს გამოტოვებდა.
5. ნიკოლა ვუჩევიჩი - მონტენეგრო
მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ცენტრმა, წელს სანაკრებო შეჯიბრებიდან დაისვენა. ვუჩევიჩმა მონტენეგროსთან ერთად უკვე ითამაშა ევრობასკეტი 2011, 2013, 2017 წლებში და მსოფლიო ჩემპიონატი 2019 წელს. ვუჩევიჩი ნაკრების თავდაპირველ გაფართოებულ სიაში იყო და ამიტომაც ბევრი ელოდა, რომ მას კიდევ ერთხელ მიეცემოდა შანსი ევრობასკეტზე, თუმცა ეს ასე არ მოხდა. მისი დასვენება დამსახურებულია, თუ გავითვალისწინებთ მის მუდმივ ყოფნას ეროვნულ ნაკრებში. პლუს მონტენეგრო ევრობასკეტზე მხოლოდ მას შემდეგ მოხვდა, რაც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო აეკრძალა საერთაშორისო შეჯიბრებზე მონაწილეობის მიღება.
4. პაოლო ბანჩერო - იტალია
იტალიური კალათბურთის მომავლის დიდი იმედი, 2022 წლის NBA-ს დრაფტის პირველი არჩევანი და მოთამაშე, რომელიც ევროპულ კალათბურთს მომავალში ბევრს მისცემს. ყოველ შემთხვევაში ეს არის პერსპექტივა, იტალიელი კალათბურთის დამკვირვებლების უმეტესობის აზრით. ბანჩეროს უფლება აქვს იტალიის ნაკრებში ითამაშოს, მოსალოდნელი იყო, რომ იგი ამას გააკეთებდა და შესაძლებლობა ექნებოდა, 2022 წლის ევრობასკეტი მისთვის ოქროს შესაძლებლობა ყოფილიყო, თუმცა მან წელს ეს არ მოისურვა.
3. მო ვაგნერი - გერმანია
კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც 2022 წლის ევრობასკეტს ტრავმის გამო გამოტოვებს. ვაგნერი მის ძმასთან ერთად გერმანიის ნაკრების დიდი მომავალია. მას ჰქონდა შესაძლებლობა სახლში ეთამაშა, კერძოდ კი ბერლინში სადაც ის დაიბადა და გაიზარდა. ერთადერთი იმედისმომცემი ფაქტი ის არის, რომ ის სულ რაღაც 25 წლისაა, ამიტომ მას მომავალში წინ უამრავი ტურნირი ელის. რაც შეეხება გერმანელებს, მათ ჯერ კიდევ ჰყავთ ძლიერი წინა ხაზი.
2. ვიქტორ ვემბანიამა
NBA-ს დრაფტის სავარაუდო პირველმა ნომერმა, საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციის ექიმების დასკვნებით გადაწყვიტა ამ ტურნირის გამოტოვება. ბანჩეროს მსგავსად, ის ახლახან იწყებს, ამიტომ მას მომავალში კიდევ ბევრი პრესტიჟული ტურნირი ელის. გარდა ამისა, საფრანგეთის ნაკრებს ჰყავს შესანიშნავი წინა ხაზი, ასე რომ, თუნდაც ის ყოფილიყო, საკითხავია თუ მოიპოვებდა მნიშვნელოვან წუთებს პარკეტზე.
1. მილოშ ტეოდოსიჩი - სერბეთი
მილოშ ტეოდოსიჩი - სერბეთის ნაკრების კაპიტანი, პარკეტზე არტისტი და ნამდვილი ვირტუოზი. თუ კალათბურთი გიყვარს, არ შეიძლება არ გიყვარდეს იგი. უნიკალური კალათბურთელი, რომელმაც თავისი კვალი უკვე დატოვა სერბეთის ეროვნულ ნაკრებში. ექნება თუ არა 35 წლის ტეოდოსიჩს კიდევ ერთი შანსი ითამაშოს ეროვნულ ნაკრებში, სადაც კარიერის განმავლობაში სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა: ევრობასკეტზე (2009), ფიბას მსოფლიო ჩემპიონატზე (2014 ) და რიოს ოლიმპიადა (2016), ამას მომავალში შევიტყობთ.