გიორგი ბეჟანიშვილი კარიერას ტაივანში გააგრძელებს
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ქართველი კალათბურთელი გიორგი ბეჟანიშვილი კარიერას "ვანკუვერ ბანდიტსიდან" ტაივანურ "ფორმოზა დრიმერსში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას თავად კლუბიც ადასტურებს.
როგორც კლუბის განცხადებაშია ნათქვამი, გიორგი ტაივანში სექტემბერში ჩაფრინდება და ვიდრე სეზონი ოფიციალურად დაიწყება, გუნდთან ერთად ივარჯიშებს.
გუნდი მისი სათამაშო სტილით აღფრთოვანებულია.
ბეჟანიშვილის თამაშის სტილი მრავალმხრივი და მოძრავია, ბურთის დაჭერის უნართან ერთად, მას თავდამსხმელის როლის შესრულებაც შეუძლია. - - წერია კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბეჟანიშვილი გარდა "ბანდიტსისა", ილინოისის უნივერსიტეტშიც თამაშობდა. ქართველს NBA-ს განვითარების ლიგაშიც აქვს მატჩები ჩატარებული.