"ჩემმა შვილებმა მითხრეს, რომ გამოღვიძების დრო იყო და ეს თამაში აუცილებლად უნდა მოგვეგო" - თორნიკე შენგელია
5 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს პლეი-ოფის მეოთხედფინალური ეტაპის გადამწყვეტ, მე-5 შეხვედრაში, ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,ტორტონას'' 29-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 92:63 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.
შეხვედრაში საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, რომელმაც 22 ქულა, 7 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
მატჩის შემდეგ ქართველმა კალათბურთელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა მისთვის უდიდესი მნიშვნელობის იყო:
გუშინ ძალიან მძიმე საუბარი მქონდა ჩემს შვილებთან, მათ მითხრეს, რომ გამოღვიძების დრო იყო და ეს თამაში აუცილებლად უნდა მოგვეგო, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლში ვერ წავიდოდი, ასე რომ მთელი თამაში გონებაში მქონდა, რომ ეს გამარჯვება მათთვის იყო, ასევე გულშემატკივრებისთვის და ამ ფანტასტიკური ატმოსფეროსთვის. - თორნიკე შენგელია
Toko può andare a casa sereno stasera 😅#AmarsiAncora pic.twitter.com/nEYduagkvo
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) May 21, 2024
პლეი-ოფის ნახევარფინალში ,,ვირტუსის'' მეტოქე ,,ვენეცია'' იქნება, გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 25 მაისს გაიმართება.