ვირტუსი სუპერთასის ფინალში გავიდა | შენგელია საუკეთესო იყო
იტალიის საკალათბურთო სეზონი სუპერთასის გათამაშებით იწყება. ტურნირი 4-გუნდიანია და ნახევარფინალური შეხვედრები უკვე ჩატარდა. "ვირტუს ბოლონიამ" "ნაპოლი" 96:87 დაამარცხა, რაშიც მთავარი როლი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ შეასრულა.
თორნიკე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 29 წუთში 21 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. თორნიკემ 7-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. ქართველ ფორვარდს ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა. ბოლონიელთა შემადგენლობაში 13-13 ქულა მიითვალეს ვილ კლაიბერნმა და დანიელ ჰაკეტიმ.
მეორე ნახევარფინალში "არმანი მილანომ" "ვენეცია" 72:63 დაამარცხა. სწორედ მილანომ წაართვა სერია A-ს ჩემპიონობა ბოლონიას, წინა სეზონის ბოლო ფინალებში. სუერთასის ფინალი დღეს 20:00 საათზე დაიწყება.