Belive

შენგელია: ,,ბოლო წამზე მომხდარის გამო, მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ''

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, იტალიასთან გამართულ მატჩზე ისაუბრა:

,,რთულია, ვისაუბრო ასეთი წაგების შემდეგ. დაცვაში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც სამწვრთნელო შტაბმა დაგვავალა, მეტოქეს უფრო მეტი სამქულიანი ვასროლინეთ, ვიდრე - ორქულიანი. წინასწარ ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა, რადგან ეს გუნდი სამქულიანებს ხშირად ისვრის, ჩაგდებაში კი ხელი ვერ შევუშალეთ.

ჩემით დაწყებული ძალიან ბევრი დაკარგვა გვქონდა. გარდა ამისა, შემიძლია, ვთქვა, რომ ვიბრძოლეთ. ბოლო წამზე თქვენც ნახეთ, რა მოხდა, ამის გამო მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. თუმცა, ამით არაფერი დასრულებულა, შემდეგი ტური ჩვენს ხელშია.

უკეთესი მეორე ნახევარი გვქონდა, ვიდრე - პირველი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი ისევ გვაქვს,'' - განაცხადა შენგელიამ.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა იტალის უმასპინძლა და 84:85 დამარცხდა.

ილიას ზუროსის გუნდი შესარჩევი ეტაპის მომდევნო მატჩს 23 თებერვალს, ნიდერლანდებთან სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები