"ორგზის ჩემპიონები უნდა დაგვემარცხებინა და ეს გავაკეთეთ" - თორნიკე შენგელია
8 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის ფლეი-ინის შეხვედრაში ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,ეფესი'' 64:67 დაამარცხა. იტალიური გუნდის ძირითად ხუთეულში იყო თორნიკე შენგელია, რომელმაც თავისი გუნდიდან ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო, მან 22 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
მატჩის შემდეგ ქართველმა კალათბურთელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:
ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით, ჩემი სამწვრთნელო შტაბით და გულშემატკივრებით. ორგზის ჩემპიონები უნდა დაგვემარცხებინა და ეს გავაკეთეთ. ჩვენ ეს ყველაფერი ერთად გავაკეთეთ. შემდეგ იგივეა, მოიგე ან წადი სახლში. - თორნიკე შენგელია
,,ვირტუს ბოლონია'' ფლეი-ინის მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ,,ბასკონია'' იქნება, ამ გუნდებიდან გამარჯვებული კი პლეი-ოფში, რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდება.