Belive

სეზონის საუკეთესო მატჩი? ტიტანებმა ბოლოს ერთი ერთზე ითამაშეს

5 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ოკლაჰომა სითი თანდერმა დენვერ ნაგეტსი მიიღო და მეტოქე 129:126 დაამარცხა. აქ შედეგზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მოიგეს მასპინძლებმა ეს მატჩი - მოქმედმა MVP-მ (რეგულარულის საუკეთესო კალათბურთელმა), შაი გილჯეს-ალექსანდერმა დაამტკიცა ის, თუ რატომ აქვს ეს სტატუსი.

პარკეტზე ერთმანეთის პირისპირ სწორედ ბოლო ორი წლის საუკეთესო მოთამაშეები იდგნენ: შაი და ნიკოლა იოკიჩი (MVP-2024 წელს). მატჩის ბოლო 40 წამი ამ ორმა 'ტიტანმა' ერთი ერთზე ითამაშა (როგორც კლასიკურ NBA-ის მატჩს შეეფერება) და ამ 40 წამში ბევრი საოცრებაც ჩაეტია. საბოლოოდ, მატჩი შაის სამქულიანმა დაასრულა.

სტატისტიკისთვის: იოკიჩმა დენვერს 32 ქულა, 14 მოხსნა და 13 პასი მოუტანა. გილჯეს-ალექსანდერს კი სამმაგამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა - 35 ქულა, 9 მოხსნა, 15 პასი.

სხვა სტატიები