Belive

NBA | მემფისის 29 წლის ვარსკვლავი გარდაიცვალა

17 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

მემფის გრიზლისის ფორვარდი, ბრენდონ კლარკი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტრაგიკული სიახლე თავდაპირველად იმ სააგენტომ გაავრცელა, რომელიც კალათბურთელის ინტერესებს იცავდა, მოგვიანებით კი მემფისმა დაადასტურა.

ამ დროისთვის ოფიციალური მიზეზი და გარემოებები არ სახელდება, მაგრამ სხვადასხვა მედია საშუალება გარდაცვალების მიზეზად ზედოზირებას ასახელებს.

ბრენდონ კლარკის ტრაგიკული დაკარგვით განადგურებულები ვართ. ის წარმოუდგენლად კარგი თანაგუნდელი და კიდევ უფრო კარგი ადამიანი იყო, რომლის ღვაწლიც დავიწყებას არასდროს მიეცემა. - მემფის გრიზლისი.

ბრენდონ კლარკი 2019 წლის დრაფტზე ოკლაჰომამ აიყვანა მემფისთან დაატრეიდა. მას შემდეგ კლარკი გრიზლისის რიგებში სისტემატურად თამაშობდა - 2025/26 წლების სეზონში კლარკმა მუხლისა და კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მინაწილეობა.

აპრილში ბრენდონ კლარკი დააპატიმრეს და 4 ბრალდება წაუყენეს, მათ შორის: აკრძალული ნივთიერების გადატანა, სიჩქარის გადაჭარბება და პოლიციის ადევნებისგან გაქცევის მცდელობა.

სხვა სტატიები