Belive

მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი | ლეიკერსმა საკრამენტო დაამარცხა

2 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

ლეიკერსმა NBA-ის პრე-სეზონის მე-3 შეხვედრაში, საკრამენტო კინგსს უმასპინძლა და 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 114:110 დაამარცხა.

მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც 21 წუთში 19 ქულა (მეტი მხოლოდ დონჩიჩს ჰქონდა), 4 შედეგიანი გადაცემა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. მამუმ 6-დან 3 სამქულიანი, 4-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ლეიკერსს 23 ქულით, 3 მოხსნით, 3 პასითა და 1 ჩაჭრით ლუკა დონჩიჩმა ულიდერა,

ლოს ანჯელესური გუნდი პრე-სეზონის მომავალ შეხვედრას ოთხშაბათს, 14 ოქტომბერს, გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები