Belive

სერხიო ლული ტრავმის გამო ევრობასკეტს გამოტოვებს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ლეგენდარული კალათბურთელი - სერხიო ლული, ევრობასკეტს კუნთის ტრავმის გამო გამოტოვებს.

მან ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა:

"სამწუხაროა, რომ ამ ევრობასკეტზე ესპანეთის ნაკრებთან ერთად ვერ ვიქნები. მივიღე კუნთის ტრავმა, რის გამოც მიწევს რამდენიმე თვიანი უქმე პერიოდი, თუმცა მოხარული ვარ, რომ მოსამზადებელი პერიოდში ბიჭებთან ერთად გავატარე. წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო".

სერხიო ლული ესპანეთის ნაკრებთან ერთად 2-ჯერ არის ოლიმპიადის პრიზიორი. მან და ესპანეთის ნაკრებმა 2012 წელს ლონდონში ვერცხლის, ხოლო 2016 წელს, რიოში კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ასევე, 2019 წელს მან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. რაც შეეხება ევრობასკეტს, ლული ევრობასკეტის გამარჯვებული 3-ჯერ არის (2009, 2011, 2015).

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები A ჯგუფში იმყოფება და ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩს თბილისში გამართავს. საქართველოსა და ესპანეთის დაპირისპირება კი 3 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები