საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ლიეტუვას დაუპირისპირდება
ლიეტუვის ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, ამხანაგურ მატჩებს გამართავს. ლიეტუველები მოსამზადებელ ეტაპზე 10 მატჩს გამართავენ, ლიეტუვის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე კი საქართველო იქნება.
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ლიეტუვასა და საქართველოს საკალათბურთო მატჩი, 1 აგვისტოს, კაუნასში გაიმართება.
Save the Date!#LTUbasketball will play 10 friendly games this summer in preparation for the @FIBAWC. #mesuzlietuva #WinForLietuva pic.twitter.com/Ml7dMCNK7h
— LTU Basketball (@ltu_basketball) May 25, 2023
შეგახსენებთ, 2023 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბერს დასრულდება. წელს ტურნირს სამი ქვეყანა (იაპონია, ფილიპინები, ინდონეზია) უმასპინძლებს. საქართველოს საკალთბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას 26 აგვისტოს, ოკინავაში, კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართავს.