Belive

სერბეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალურ შეხვედრაში, სერბეთისა და კანადის დაპირისპირება შედგა. პასაიში გამართული სანახაობრივი მატჩი სერბებმა აგრესიულად დაიწყეს და უპირატესობას პირველივე წუთებიდან დაეუფლნენ. საბოლოოდ, მატჩი სერბეთის გამარჯვებით 95:86 დასრულდა.

კანადის ბარიერის გადალახვის შემდეგ, სერბეთმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც აშშ-სა და გერმანიას შორის გამარჯვებულს დაუპირსპირდება. 

სერბეთმა გუნდურად ბრწყინვალედ იასპარეზა და ბოგდანოვიჩმა, დობრიჩმა და მილუტინოვმა ბრწყინვალე სტატისტიკა დააფიქსირეს. განსაკუთრებით აქტიური ბოგდან ბოგდანოვიჩი იყო, რომელმაც 23 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

კანადას არჯეი ბარეტმა ულიდერა (23 ქულა, 3 მოხსნა, 2 ასისტი). ბარეტის შედეგიანი თამაშის მიუხედავად, კანადა 1/2-ფინალში დამარცხდა. 

სხვა სტატიები