Belive

იოკიჩმა დაადასტურა - სერბი 2024 წლის ოლიმპიადაზე ითამაშებს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა და MVP-მ - ნიკოლა იოკიჩმა დაადასტურა, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე სერბეთის ნაკრებს დაეხმარება.

ამის შესახებ ინფორმაციას სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი - ბოზდარ მალიკოვიჩიც ადასტურებს.

"მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენ არ გვყავდა NBA-ს მოქმედი MVP - ნიკოლა იოკიჩი. არც მიჩიჩი და არც ნიკოლა კალინიჩი.

ნიკოლა იოკიჩმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხების შემდეგ გადაწყვიტა, რომ 2024 წლის ოლიმპიადაზე თავის მეგობრებთან ერთად საკუთარი ქვეყნის ღირსება დაიცვას და მისი კიდევ ერთი ოცნება აისრულოს - გახდეს ოლიმპიური ჩემპიონი.

დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წლის ოლიმპიადა ჩვენთვის ძალიან წარმატებული იქნება..." - ბოზდარ მალიკოვიჩიც

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში სერბეთის ნაკრები გუნდის 3 უმნიშვნელოვანესი დანაკლისით გავიდა, თუმცა რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი დანაკლისი ნიკოლა იოკიჩი იყო, რომელმაც NBA-ს ჩემპიონობის შემდეგ, ფორმა ვერ აღიდგინა და ამის გამო, მსოფლიო თასზე დასვენების გადაწყვეტილება მიიღო.

სხვა სტატიები