Belive

"საუკეთესო თავისუფალი აგენტი, უორიორსის მთავარი პრიოტეტი" - bluemanhoop

6 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

ცნობილია 2.10 სიმაღლის ცენტრი, როგორც თავისუფალი აგენტი, რომლის თავის გუნდში ხილვა "გოლდენ სტეიტ უორიორს" ყველანაირი ხარჯის გარეშე შეუძლია, ამის შესახებ ინფორმაციას bluemanhoop აქვეყნებს.

ოქროს შტატელები თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე მოთამაშეებს აკვირდებიან, "ორლანდო მეჯიქის" ცენტრი გოგა ბითაძე კი "გოლდენ სტეიტ უორიორსის" ნომერ პირველ სამიზნედ დასახელდა.

ცენტრი ერთ-ერთი პოზიციაა, რომლის სიღრმეც "უორიორსს" აუცილებლად სჭირდება, რადგან მათ დაახლოებით 1 წლის წინ ჯეიმს უაისმენიც გაუშვეს "დეტროიტ პისტონსში". მათ ჰყავთ ახალგაზრდა ტრეის ჯექსონ-დევისი და ვეტერანი კევინ ლონი, მაგრამ მომდევნო სეზონის განმავლობაში სტიკ კერის გუნდმა შესაძლოა სხვა ვარიანტებიც განიხილოს.

NBA-ს მიმომხილველის ზაკ ბაკლის თქმით გოგა ბითაძე "გოლდენ სტეიტ უორიორსისთვის" თავისუფალ სააგენტოში მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს, თუ ვივარაუდებთ, რომ ის ხელმისაწვდომი იქნება მცირეშემოსავლიანი კონტრაქტით.

არსებობს იმის იმედი, რომ გოგა ბითაძის შეზღუდული დრო (15.4 წუთი) საკმარისია იმისთვის, რომ გუნდის ინტერესი მის მიმართ იყოს მიპყრობილი. თავისი კონტრაქტის გათვალისწინებით მომავალი სეზონიდან ის შესაძლოა გახდეს "უორიორსის" გუნდის წევრი. - ზაკ ბაკლი - NBA-ს მიმომხილველი

გოგა ბითაძე 2023/24 წლების სეზონში საშუალოდ 15.4 წუთში 5.0 ქულას, 4.6 მოხსნას და 1.2 ბლოკს აგროვებდა. ქართველ ცენტრს "ორლანდო მეჯიქში" დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა და გუნდში კონკურენციაც საკმაოდ დიდია, ვენდელ კარტერის, მო ვაგნერის და ჯონათან აიზეკის სახით, რომელიც ასევე იღებდა სათამაშო წუთებს ცენტრის პოზიციაზე.

გოგამ ვენდელ კარტერის ტრავმით ისარგებლა და 33 შეხვედრა ძირითად შემადგენლობასი დაიწყო, მან ჩატარებული მატჩებით დაამტკიცა, რომ გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშეა როგორც მოხსნაზე ასევე დაცვაში.

Bluemanhoop

სხვა სტატიები