Belive

გოგა ბითაძის ყველა ქულა ბრუკლინ ნეტსის წინააღმდეგ | VIDEO

5 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქმა" "ბრუკლინ ნეტსი" 102:101 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და მორიგი ორმაგი დუბლიც (ზედიზედ მესამე) გაიფორმა, ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 33:54 წუთი გაატარა, რა დროშიც 19 ქულა (9-დან 8 ორქულიანი, 5-დან 3 საჯარიმო), 11 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა. გოგას მარგი ქმედების კოეფიციენტი 9-ს უტოლდებოდა.

ქართველზე მეტი ქულა, მხოლოდ 2 კალათბურთელს ჰქონდა, ბრუკლინელთაგან 25 ქულა ჩააგდო კემ ტომასმა, ხოლო ორლანდოელთა მხრიდან ყველაზე მეტი 21 ქულა ტრისტან და სილვამ მიითვალა.

"ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 20 მოგებით და 14 მარცხით, მე-4 პოზიციაზეა. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 იანვარს, "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები