Belive

ორლანდომ ლეიკერსი დაამარცხა | გოგა ბითაძემ 9 წუთი ითამაშა

6 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" 118:106 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ 8:41 წუთი ითამაშა, ამ დროში ქართველმა კალათბურთელმა 2-ჯერ ისროლა საშუალო დისტანციიდან, მაგრამ ვერცერთი გამოიყენა, გოგას მატჩში 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა ჰქონდა.

მატჩში ყველაზე მეტი 32-32 ქულა ლუკა დონჩიჩმა და ფრანც ვაგნერმა ჩააგდეს.

"ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 34 მოგებით და 38 მარცხით მე-8 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 26 მარტს "შარლოტ ჰორნეტსის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები