"საქართველოსთან ერთად ევრობასკეტზე თამაშს მოუთმენლად ველი" - კამარ ბოლდუინი
6 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და ბასკონიას გამთამაშებელი, კამარ ბოლდუინი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და ესპანურ კლუბთან ერთად პირველი მატჩი ჩაატარა.
ტრავმით გამოწვეული 2-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ბოლდუინი ბარსელონასთან გამართულ მატჩში დაბრუნდა და პარკეტზე 15 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულის, 2 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. მატჩის დასრულების შემდეგ, ბოლდუინი ადგილობრივ მედიას ესაუბრა, სადაც სხვადასხვა საინტერესო თემასთან ერთად, საქართველოს ნაკრებსაც შეეხო.
თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ნაკრებთან ერთად სავარჯიშო პროცესით ძალიან ვისიამოვნე და ბედნიერი ვარ, რომ ევრობასკეტზე ვიასპარეზებთ. ზაფხულში ევრობასკეტზე სიამოვნებით ვითამაშებ. სამწუხაროდ, ტრავმის გამო დანიის წინააღმდეგ ვერ ვითამაშე, მაგრამ თანაგუნდელები ერთად დადგნენ და მატჩში სასურველი შედეგი დააფიქსირეს. - კამარ ბოლდუინი.
შეგახსენებთ, რომ ტრავმის მიღებამდე კამარ ბოლდუინმა საქართველოს ნაკრებში მხოლოდ 2 მატჩის ჩატარება მოასწრო და 45 ქულის, 13 მოხსნისა და 11 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.