Belive

საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, უკრაინელ თანატოლებთან შეხვედრა დათმო. მეოთხედფინალში საქართველო 9 ქულის სხვაობით - 85:79 დამარცხდა. კოტე ტუღუშის გუნდი 3 მეოთხედის შემდეგ 19 ქულას აგებდა, თუმცა ბოლო მეოთხედში გაბრძოლება შეძლო და უკრაინას 10 ქულის სხვაობით აჯობა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

პარკეტზე ჩვენი ორი ყველაზე მაღალქულიანი მოთამაშე გიორგი სულაბერიძე და ლუკა ალავიძე იყვნენ. გუნდს ორივემ 17-17 ქულა მოუტანა, სულაბერიძემ 10 მოხსნით ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო. ბაქარ ბერეკაშვილს 13 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა, გიორგი ოჩხიკიძეს კი 6 ქულა, 5 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა (ყველაზე მეტი ნაკრების შემადგენლობაში).

20-წლამდელები ჯგუფიდან 3 მოგებით, მე-2 ადგილიდან გავიდნენ, სადაც გადამწყვეტ თამაშში ესტონელებს გამანდგურებელი ანგარიშით - 60:97 მოუგეს. ახლა საქართველო მე-5 ადგილისთვის ბრძოლას გააგრძელებს და ხვალ სლოვაკ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები