საქართველოს საკალათბურთო ნაკრები კამერუნთან დამარცხდა
6 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპის მატჩებამდე, ბოლოსწინა დახურული ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.
ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი კამერუნთან 1 ქულით, ანგარიშით 66:67 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებს სანდრო მამუკელაშვილმა ულიდერა, რომელმაც 30 წუთში 20 ქულა, 8 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
16 ქულა, 4 მოხსნა და 4 ასისტი იყო თორნიკე შენგელიას ანგარიშზე.
ჩვენი ნაკრები მომავალ ამხანაგურ მატჩს პარასკევს, 28 ივნისს, ეგვიპტის წინააღმდეგ გამართავს.