Belive

ევრობასკეტი | საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა

3 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთთან 53:94 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში მარცხდებოდნენ, ჯვაროსნებმა ვერცერთი მეოთხედი ვერ მოიგეს, სრულად ქულები ასე გადანაწილდა: I - 13:22, II - 16:24, III - 12:23, IV - 12:25.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 27 ქულა იანის ანტეტოკუნმპომ ჩააგდო, 17 ქულა ჰქონდა კოსტას მიტოღლუს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელების სტატისტიკა ასეთია:

  • სანდრო მამუკელაშვილი - 14 ქულა, 1 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა

  • გიორგი შერმადინი - 11 ქულა და 7 მოხსნა

  • დუდა სანაძე - 11 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა

  • გიორგი კორსანტია - 8 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა

  • კამარ ბოლდუინი - 3 ქულა, 1 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა

  • თორნიკე შენგელია - 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა

  • ბექა ბურჯანაძე - 2 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა

  • კახა ჯინჭარაძე - 2 ქულა და 1 მოხსნა

  • რატი ანდრონიკაშვილი - 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა

  • ალექსანდრე ფევაძე - 3 მოხსნა

  • გიორგი ოჩხიკიძე - 1 შედეგიანი გადაცემა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპის მომდევნო შეხვედრას 2 სექტემბერს, 19:15 საათზე კვიპროსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები