საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ავსტრალიასთან მარცხით დაასრულა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში ავსტრალიასთან 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 84:100 დამარცხდა.
ილიას ზუროსის გუნდს 22 ქულით, 6 მოხსნითა და 1 დაფარებით გოგა ბითაძემ ულიდერა. 18 ქულა, 9 ასისტი, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო თად მაკფადენის ანგარიშზე. 16 ქულას, 3 მოხსნას, 2 პასს, 1 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი გიორგი შერმადინმა.
ავსტრალიის ნაკრებში საუკეთესო პატი მილსი იყო - უკანახაზელმა 19 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ორი მატჩის მოგება შეძლო (კაბო ვერდესთან და ვენესუელასთან), რითაც მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა (საუკეთესო 16 ნაკრებში), სადაც ორივე მატჩი დათმო (გერმანიასთან და ავსტრალიასთან) და ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა.