Belive

დონტე დივინჩენცო იტალიის ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

2025 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ NBA-ს ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე დონტე დივინჩენცოც ითამაშებს. 28 წლის იტალიელ-ამერიკელი კალათბურთელი დიდი ხნის განმავლობაში გამოთქვამდა სურვილს, რომ ეთამაშა იტალიის ეროვნულ ნაკრებში, საბოლოოდ კი მან მიიღო მოქალაქეობა და ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

დივინჩენცო მინესოტა ტიმბერვულვზის კალათბურთელია, წარსულში კი ის ნიუ იორკ ნიქსში, გოლდენ სთეით უორიორსში, საკრამენტო კინგსსა და მილუოკი ბაქსში თამაშობდა.

NBA-ს კალათბურთელი გასულ სეზონში საშუალოდ 25.9 წუთს თამაშობდა და აგროვებდა 11.1 ქულას, 3.7 მოხსნას და 3.6 შედეგიან გადაცემას და 1.2 ჩაჭრას აგროვებდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფი ევრობასკეტზე ასე გამოიყურება:

  • საქართველო

  • იტალია

  • ესპანეთი

  • საბერძნეთი

  • ბოსნია

  • კვიპროსი

თამაშების განრიგი კი ასეთია:

  1. საქართველო VS ესპანეთი - 28 აგვისტო

  2. იტალია VS საქართველო - 30 აგვისტო

  3. საქართველო VS საბერძნეთი - 31 აგვისტო

  4. კვიპროსი VS საქართველო - 2 სექტემბერი

  5. ბოსნია ჰერცოგოვინა VS საქართველო - 4 სექტემბერი

სხვა სტატიები