საქართველოს ნაკრებმა დანია გაანადგურა | ყველა მოთამაშის სტატისტიკა
2027 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დანია სტუმრად 71:89 დაამარცხა.
მატჩის პირველი მეოთხედი ფრედ 12:12 დასრულდა, მეორე და მესამე პერიოდები კი გადამწყვეტი აღმოჩნდა და სწორედ ამით გაიმარჯვა ჩვენმა ნაკრებმა - 20:27, 15:38, უკანასკნელი ბოლო მეოთხედი უკვე ფორმალური ხასიათის იყო და დანიელებმა 24:12 მოიგეს.
შეხვედრაში 24 ქულით საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, 18 ქულა ჩააგდო საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზირებულმა კალათბურთელმა მარკუს რიდმა, დანიელთა მხრიდან 15 ქულით თავი გამოიჩინა ტობიას იენსენმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშის სტატისტიკა:
თორნიკე შენგელია - 24 ქულა, 7 მოხსნა, 5 ასისტი და 2 ჩაჭრა
მარკუს რიდი - 18 ქულა, 2 მოხსნა, 5 ასისტი და 3 ჩაჭრა
დუდა სანაძე - 13 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა
ალექსანდრე მერკვილაძე - 12 ქულა და 2 მოხსნა
კახაბერ ჯინჭარაძე - 7 ქულა და 2 მოხსნა
გიორგი ოჩხიკიძე - 7 ქულა, 2 მოხსნა, 3 ასისტი და 3 ჩაჭრა
რატი ანდრონიკაშვილი - 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა
გიორგი ტურძილაძე - 4 ქულა, 4 მოხსნა, 2 ასისტი და 3 დაფარება
ვილი ისიანი - 1 მოხსნა
გიორგი კორსანტია - 2 მოხსნა
ალექსანდრე ფევაძე - 5 მოხსნა
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 მატჩს კვლავ დანიის წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა 2 მარტს, 21:00 საათზე თბილისში გაიმართება.
სატურნირო ცხრილი ამჟამად ასე გამოიყურება:
ესპანეთი - 6 ქულა (3 მოგება)
უკრაინა - 5 ქულა (2 მოგება, 1 მარცხი)
საქართველო - 4 ქულა (1 მოგება, 1 მარცხი)
დანია - 3 ქულა (3 მარცხი)
- საქართველოს საკალათბურთო ნაკრები
- საქართველოს ეროვნული ნაკრები
- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
- ქართული კალათბურთი
- დანიის ეროვნული ნაკრები
- საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები
- საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები
- დანიის საკალათბურთო ნაკრები
- დანიის კალათბურთის ეროვნული ნაკრები
- საქართველოს კალათბურთის ნაკრები
- დანიის ეროვნული საკალათბურთო ნაკრები
- დანიის კალათბურთელთა ნაკრები