Belive

საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი 2024 ოლიმპიადის საკვალიფიკაციოზე

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრები A ჯგუფში ლატვიასთან და ფილიპინებთან ერთად ითამაშებს, მატჩები კი ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება.

ჩვენი ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი მომდევნო ეტაპზე გავა, სადაც B ჯგუფის ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნის პირველ და მეორე ადგილოსანს შეხვდება.

ცნობილია რიგის ჯგუფის მატჩების განრიგი

2 ივლისი: ლატვია - საქართველო, ბრაზილია - მონტენეგრო

3 ივლისი: ლატვია - ფილიპინები, მონტენეგრო - კამერუნი

4 ივლისი: ფილიპინები - საქართველო, კამერუნი - ბრაზილია

6 ივლისი: A ჯგუფის გამარჯვებული შეხვდება B ჯგუფის მეორეადგილოსანს, B ჯგუფის გამარჯვებული კი შეხვდება A ჯგუფის მეორეადგილოსანს

7 ივლისი: ფინალური მატჩი

საქართველო - ლატვიის დაპირისპირება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირებში საერთო ჯამში 2:2-ია, ტესტ-მატჩებში კი ანგარიში 2:4 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ, ბოლო თამაში 2023 წლის 5 აგვისტოს გაიმართა, სადაც ამხანაგურ შეხვედრაში ლატვიამ 82:57 გაიმარჯვა.

სხვა სტატიები