ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
დღეს, შვეიცარიაში, ფიბას პატრიკ ბაუმანის სახელობის კალათბურთის სახლში, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა და ჯგუფები დაკომპლექტდა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები A ჯგუფში ლატვიასთან და ფილიპინებთან ერთად ითამაშებს, მატჩები კი ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება.
ჩვენი ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი მომდევნო ეტაპზე გავა, სადაც B ჯგუფის (ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი) პირველ და მეორეადგილოსნებს შეხვდება.
საკვალიფიკაციო ტურნირი 2-დან 7 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება და თითოეულის გამარჯვებული ოლიმპიადის საგზურს გაიფორმებს. პირველი წრის შემდეგ, თითოეული ჯგუფის 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში ჯვარედინად დაწყვილდება, ხოლო ფინალის მომგები ნაკრები ოლიმპიადაზე ითამაშებს.
ოლიმპიადაზე თამაში უკვე გარანტირებული აქვთ საფრანგეთს, (მასპინძელი), გერმანიას, სერბეთს, აშშ-ს, კანადას, სამხრეთ სუდანს, იაპონიასა და ავსტრალიას.
კალათბურთში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკის ნაკრებია, რომელმაც ფინალში საფრანგეთს 87:82 მოუგო.
საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა ჯგუგი:
The stage is set! 🔥
— FIBA Basketball (@FIBA) November 27, 2023
Four Olympic tickets to be won 🎟️🎟️🎟️🎟️#FIBAOQT x #Paris2024 pic.twitter.com/W4ksYXG9lm