Belive

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა საბერძნეთთან მატჩისთვის ცნობილია

8 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა, საბერძნეთთან მატჩისთვის 12-კაციანი განაცხადი დაასახელა:

  • შენგელია, რიდი, ანდრონიკაშვილი, ჯინჭარაძე, მერკვილაძე, ისიანი, ოჩხიკიძე, კობახიძე, სანაძე, ტურძილაძე, კორსანტია, ფევაძე.

2027 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს საქართველოს ნაკრები დღეს, საბერძნეთთან სტუმრად გამართავს. შეხვედრა 22:00 საათზე დაიწყება.

შესარჩევი ეტაპის ჯგუფში საქართველო 5 მოგებითა და 3 წაგებით მე-3 ადგილს იკავებს, საბერძნეთის ანგარიშზე კი 4 მოგება და 4 მარცხია.

მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც 2027 წლის 27 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, კატარი უმასპინძლებს.

წინა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად იასპარეზა და 2 მოგებით ჯგუფიდან გასვლაც შეძლო.

სხვა სტატიები