რომელ ადგილზეა საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის განახლებულ რეიტინგში?
19 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპი ნოემბრის მატჩებით გრძელდება.
მომდევნო ორი შეხვედრის წინ, შემადგენლობების გამოცხადების შემდეგ, FIBA-მ ე.წ Power Rankings განაახლა.
განახლებულ რეიტინგში პირველ ადგილს თურქეთი იკავებს. სამეულში, ასევე, საფრანგეთი და სერბეთი მოხვდნენ.
1 პოზიციით დაქვეითდა და მე-12 პოზიციაზეა საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელზეც ფიბა წერს:
,,საბერძნეთი ყველა თავის ევროპელ ვარსკვლავს კრებს და გამოუვალ მდგომარეობაშია. ზუსტად ასეთ შეხვედრებში იციან ხოლმე ალექსანდარ ჯიკიჩმა და თორნიკე შენგელიამ რაღაც განსაკუთრებულის მოფიქრება და სენსაციური მოგებით მსოფლიოს გაოცება.
თუმცა, სტუმრად მოგებაც კი, ჩოგბურთის ენაზე რომ ვთქვათ, მხოლოდ „ბრეიკი“ იქნება. ამის შემდეგ აუცილებლად დასჭირდებათ საკუთარი ჩაწოდების შენარჩუნება და მატჩ-პოინტის გამოყენება შინ პორტუგალიასთან. სწორედ ეს გამარჯვება გაუხსნის გუნდს კატარისკენ გზას.'' - ფიბა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში საქართველო 5 მოგებითა და 3 წაგებით მე-3 ადგილს იკავებს. ჩვენი გუნდი 26 ნოემბერს საბერძნეთს ესტუმრება, 29-ში კი პორტუგალიას უმასპინძლებს.
Türkiye holds on to the No. 1 spot in the FIBA Power Rankings for the World Cup European Qualifiers 🔥➡️ #FIBAWC #StepItUp pic.twitter.com/j3uXiooDqa
— BasketNews (@BasketNews_com) November 23, 2026