Belive

საქართველოს ნაკრები ტრევიზოდან ტრენტოში იტალიასთან სათამაშოდ ჩავიდა

3 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ტრევიზოდან ტრენტოში იტალიასთან სათამაშოდ ჩავიდა. საქართველოს ნაკრები იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში 14 კალათბურთელით ჩავიდა. ეროვნულ გუნდს ტრავმის გამო ოთარ ფხაკაძე გამოაკლდა, რომელმაც ნაკრების ტრენტოში გამგზავრებამდე ტრევიზოდან გეზი თბილისისკენ აიღო. ფხაკაძემ ვარჯიშზე ცხვირი დაიზიანა, მას თანაგუნდელის ხელი მოხვდა და ექიმების რეკომენდაციით 10 დღე უნდა დაესვენა.

ნაკრები ტრენტოში ამ შემადგენლობით გაემგზავრა:

რატი ანდრონიკაშვილი, ლუკა მაზიაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, ჯო, ტომასონი, დავით კაკუშაძე, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, ავთანდილ ბახტაძე, სანდრო მამუკელაშვილი, თორნიკე შენგელია, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, ილია ლონდარიძე

ალეკსანდარ ჯიკიჩმა ნაკრები ტრენტოს Quiditiano Arena-ზე ავარჯიშა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა იტალიის ქალაქ ტრევიზოში 10-დღიანი შეკრება გაიარა, საიდანაც ტრენტოში პირველი ამხანაგური მატჩის გასამართად ჩავიდა. საქართველოს ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება, რომელიც ასევე ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება.

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელშიც საქართველო მონაწილეობს, 2-დან 7 ივლისის ჩათვლით ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდება. რიგაში ოლიმპიადის 1 საგზური გათამაშდება, რომელშიც 6 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას – ლატვია, საქართველო, ფილიპინები (სამივე A ჯგუფი), ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი (B ჯგუფი). 

საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოსამზადებელ შეკრებას ლატვიაში გააგრძელებს, სადაც 24 ივნისს, იტალიიდან ჩავა. ქალაქ იურმალაში საქართველო 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს – 26 ივნისს კამერუნთან და 28-ში ეგვიპტესთან.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია

სხვა სტატიები