Belive

საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა

4 დღის წინ კალათბურთი
2 წთ

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მე-2 შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან 61:90 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელებმა მატჩი კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედის მოგებაც კი მოახერხეს - 19:22, მეორე პერიოდიდან ესპანეთმა შესანიშნავი კალათბურთი ითამაშა და ყველა მეოთხედი მოიგო - 28:11, 23:13, 20:15.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 17 ქულა სანტი იუსტას ჰქონდა, 12 ქულა ჩააგდო იზან ალმანსამ.

ქართველი კალათბურთელების სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

  • მათე ხატიაშვილი - 10 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა

  • თორნიკე შენგელია - 10 ქულა, 7 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება

  • გიორგი შერმადინი - 8 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა

  • დუდა სანაძე - 7 ქულა, 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა

  • გიორგი კორსანტია - 6 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა

  • თად მაკფადენი - 5 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა

  • რატი ანდრონიკაშვილი - 4 ქულა, 3 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა

  • გიორგი ტურძილაძე - 4 ქულა

  • ბექა ბურჯანაძე - 3 ქულა, 3 მოხსნა

  • ალექსანდრე ფევაძე - 2 ქულა, 3 მოხსნა

  • სანდრო სანაძე - 2 ქულა

  • კახაბერ ჯინჭარაძე - 1 მოხსნა

სხვა სტატიები