საქართველოს ნაკრები იტალიასთან ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხდა
საქართველოს ნაკრებმა ქალაქ ტრენტოში ამხანაგური შეხვედრა იტალიის წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც ჩვენი ნაკრები 11-ქულიანი სხვაობით 79:68 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო. გოგა ბითაძეს ორმაგი დუბლი ჰქონდა - 12 ქულა და 11 მოხსნა.
იტალიიდან აკილე პოლონარამ 12 ქულა ჩააგდო, სტეფანო ტონუტმა 11, ხოლო დანილო გალინარიმ 13 ქულა მიითვალა.
მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა გიორგი შერმადინმა. იტალიასთან შეხვედრაში კი გუნდს ვერ დაეხმარა სანდრო მამუკელაშვილი.
საქართველოც და იტალიაც ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტუნირისთვის ემზადებიან. მოსამზადებელ შეკრებას ჩვენი ნაკრები ლატვიაში გააგრძელებს, სადაც 24 ივნისს, იტალიიდან ჩავა. ქალაქ იურმალაში საქართველო 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს – 26 ივნისს კამერუნთან და 28-ში ეგვიპტესთან.
საქართველო იტალიიდან ლატვიაში გაემგზავრება, სადაც 2-7 ივლისს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება.