Belive

"უკეთ თამაში გვმართებდა და ამაზე აუცილებლად დავილაპარაკებთ" - ალეკსანდარ ჯიკიჩი

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის პრინციპულ მატჩში, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბოსნიას დაუპირისპირდა და 76:84 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ალეკსანდარ ჯიკიჩის პრესკონფერენცია გაიმართა. მთავარ მწვრთნელთან ერთად, პრესკონფერენციას კამარ ბოლდუინიც დაესწრო.


ვულოცავ ბოსნიას. ვფიქრობ ჩვენ შანსი გვქონდა, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ანგარიში 69:69 იყო. ამის შემდეგ თამაში ბოსნიამ გააკონტროლა. რიგ მომენტებში უკეთ თამაში გვმართებდა, მაგრამ რაც არის ესაა. ახლა ჩვენ საბერძნეთისა და ესპანეთის შედეგზე ვართ დამოკიდებული.

შეხვედრის მეორე ნახევარში გარკვეული გადაწყობები ვცადეთ. ჩვენ ანგარიშის გათანაბრებაც შევძელით. მეორეს მხრივ ჩვენს ეპიზოდებში შესაძლებლობები ვერ გამოვიყენეთ. შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა და ამაზე აუცილებლად დავილაპარაკებთ. ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ დღევანდელი მარცხისგან. - ალეკსანდარ ჯიკიჩი.

ბოსნიასთან განცდილი მარცხის შემდეგ, საქართველოს შანსები პლეი-ოფში გასასვლელად საკმაოდ გართულდა, თუმცა, ჩვენი ნაკრები ჯერ კიდევ ინარჩუნებს საუკეთესო თექვსმეტეულში მოხვედრის შანსს. იმისთვის, რომ საქართველომ პლეი-ოფში ითამაშოს, საბერძნეთმა ესპანეთი უნდა დაამარცხოს.


სხვა სტატიები