საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მზადება გაფართოებული შემადგენლობით დაიწყო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტი მატჩებისთვის მზადება გაფართოებული შემადგენლობით დაიწყო.
გუნდს შეუერთდა: გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა ლიკლიკაძე, ლუკა მაზიაშვილი, სანდრო სანაძე, დავით კაკუშაძე, კახაბერ ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი სულაბერიძე, გიორგი კორსანტია, ილია ლონდარიძე, ივანე მეგენეიშვილი და გიორგი ბაქრაძე.
გუნდთან ერთად ჯერ არ არიან, თუმცა მალე შეუერთდებიან: თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, კამარ ბოლდუინი, დუდა სანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, ბექა ბურჯანაძე, მათე ხატიაშვილი და მათე ყავლაშვილი.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 21 თებერვალს დანიის ნაკრებს შეხვდება, თამაში თბილისი არენაზე 20:50-ზე დაიწყება. თუ ჩვენი ნაკრების გამარჯვებას მოახერხებს, ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ნაადრევად გავიფორმებთ.