საქართველოს კალათბურთელთა U20-მა ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა
5 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ალბანეთს დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი სხვაობით 97:71 დაამარცხა.
ჩვენი ნაკრებიდან შეხვედრაში ყველაზე მეტი 14 ქულა ბაქარ ბერეკაშვილს ჰქონდა, 13 ქულა მიითვალა ავთანდილ ბახტაძემ, 11-11 გეგა წულაიამ და ანრი ბელთაძემ ჩააგდეს, 10 გიორგი სულაბერიძემ, 9 ქულა ლუკა ალავიძის ანგარიშზეა, 7 ვატო გაჩეჩილაძე, 6 ნიკოლოზ თოთლაძე, 5-5 სერგი ნინუა და ლუკა ლომთაძე, 4 ქულა ჰქონდა გიორგი ოჩხიკიძეს, 2 ნიკოლოზ კოზაშვილს.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი ხვალ (13 ივლისს) გაიმართება.