ხაიმე ფერნანდესი საქართველოს წინააღმდეგ არ ითამაშებს
ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ხაიმე ფერნანდესი ტრავმის გამო საქართველოს წინააღმდეგ არ ითამაშებს, ინფორმაცია ესპანეთის კალათბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.
წყაროს ცნობით, კალათბურთელს მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს და აღნიშნული დისკომფორტის გამო ხვალ თამაშს ვერ შეძლებს. როგორც ცნობილია მან დაზიანება დანიასთან გამართული შეხვედრის დროს მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ესპანეთმა დანია 74:64 დაამარცხა, აღნიშნულ შეხვედრაში შედეგიანობის მხრივ ხაიმე ფერნანდესი მე-2 იყო, თავის ნაკრებში კი პირველი. 32 წლის კალათბურთელმა 14:11 წუთში, 15 ქულა, 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ასევე გეტყვით, რომ ფერნანდესი ტენერიფეში ასპარეზობს, სადაც გიორგი შერმადინის თანაგუნდელია.
🚨 OFICIAL | @jaimefb44 no jugará ante Georgia por lesión.
— Baloncesto España (@BaloncestoESP) November 29, 2025
Mucho ánimo, Jaime 💪#LaFamilia #SomosEquipo
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი უკრაინასთან მარცხით დაიწყო (79:92). მომდევნო მატჩს ჩვენი ნაკრები ხვალ, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
სატურნირო მდგომარეობა ამ დროისთვის ასე გამოიყურება: