საქართველოს ეროვნული ნაკრები 2025 წლის ევრობასკეტზე გავიდა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ეტაპის მე-5 შეხვედრაში დანიის ნაკრები 62:60 დაამარცხა და ევრობასკეტზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს.
მატჩის მიმდინარეობას რაც შეეხება, პირველი ტაიმის საქართველოს ნაკრებმა 37:25 (I მეოთხედი: 19:21, II მეოთხედი: 18:4,) მოიგო, მეორე ტაიმი ჩვენმა ნაკრებმა 25:35 დათმო (III მეოთხედი: 11:20, IV მეოთხედი: 14:15).
თითოეული მოთამაშის სტატისტიკა:
თორნიკე შენგელია - 19 ქულა, 13 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა, 2 დაფარება
დუდა სანაძე - 16 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა
რატი ანდრონიკაშვილი - 6 ქულა, 4 ასისტი
ბექა ბურჯანაძე - 6 ქულა, 3 მოხსნა
გიორგი ოჩხიკიძე - 5 ქულა, 3 მოხსნა, 2 ასისტი
ალექსანდრე ფევაძე - 4 ქულა, 5 მოხსნა
გიორგი შერმადინი - 4 ქულა, 9 მოხსნა, 1 ასისტი, 2 დაფარება
კახაბერ ჯინჭარაძე - 2 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა
SAKARTVELO, MAKE YOUR MARK! 🇬🇪
— FIBA EuroBasket (@EuroBasket) February 21, 2025
Georgia have qualified for #EuroBasket 2025!
🎟️ Pre-register for tickets: https://t.co/LV7pwVhdGt
✅ https://t.co/USxM2Pdo7N pic.twitter.com/JuP0swc75Q
საქართველოს ეროვნული ნაკრებმა ევრობასკეტის საგზური გაიფორმა, მაგრამ მათ საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთი მატჩის ჩატარება კიდევ მოუწევთ. ჩვენი ნაკრები 24 თებერვალს, 23:00 საათზე სერბთს ბელგრადში დაუპირისპირდება.