Belive

საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, მეორე ტურის შეხვედრა ჩაატარა და რუმინეთთან ანგარიშით 86:76 დამარცხდა. მთელი მატჩის განმავლობაში წინ რუმინელები იყვნენ და ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს. კოტე ტუღუშის გუნდმა მხოლოდ მეორე მეოთხედის 4 ქულის სხვაობით მოგება მოახერხა, დანარჩენ სამ მეოთხედში კი გამარჯვებულები რუმინელები გამოვიდნენ.

ჩვენი ნაკრების ყველაზე მაღალშედეგიანი მოთამაშე გიორგი სულაბერიძე გახდა, რომელსაც 36 წუთში 17 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა, თუმცა ჩაგდებული ბურთების პროცენტული მაჩვენებელი არც ისე მაღალი (31.25%). ბაქარ ბერეკაშვილის ანგარიშზე 13 ქულა და 7 მოხსნა იყო, ლუკა ალავიძემ 12 ქულა დააგროვა, საქართველოს ნაკრების წევრმა, გიორგი ოჩხიკიძემ კი მეტოქეს 13 ქულა ჩაუგდო.

ჩვენს ჯგუფში პირველ ადგილს, 2 მოგებით, რუმინეთი იკავებს, მეორესა და მესამეზე კი საქართველო და ესტონეთია - ჩვენ მიღებული და ჩაგდებული ქულების უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს.

სხვა სტატიები