Belive

რატომ უნდა დავაკვირდეთ ავთო ბახტაძეს? - FIBA ქართველ კალათბურთელზე წერს

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ერევანში 20-წლამდელთა ევრობასკეტის B დივიზიონის გათამაშება უკვე დაიწყო. სკაუტებისა და ახალგაზრდული კალათბურთის გულშემატკივრების ყურადღება ახლა სომხეთისკენაა მიპყრობილი.

წელს ერევანი 21 გუნდს მასპინძლობს, რომლებიც B დივიზიონის ტიტულის მოსაპოვებლად და მომავალი წლის A დივიზიონის საგზურისთვის იბრძვიან - საქართველო სწორედ B დივიზიონის C ჯგუფში, 5 გუნდთან ერთად თამაშობს.

ტურნირზე გამოსული მრავალი ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშიდან, FIBA-მ შეარჩია ცხრა მოთამაშე, რომლებსაც მთელი შეჯიბრის განმავლობაში უნდა მიაქციოთ ყურადღება, რადგან ისინი თავიანთი გუნდებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორები იქნებიან. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული მოთამაშე ავთანდილ ბახტაძეა.

პოზიცია: ცენტრი
დაბადების თარიღი: 2007 წლის 19 სექტემბერი (17 წლის)
სიმაღლე: 2.10 მ
გუნდი: BC ჟალგირისი (ლიეტუვა)

მიუხედავად იმისა, რომ ბახტაძე ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, მხოლოდ 17 წლის ასაკში, მას უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა. მან მონაწილეობა მიიღო FIBA-ს 37 თამაშში ექვს სხვადასხვა შეჯიბრში, მათ შორის 2023 წლის FIBA-ს 16-წლამდელთა ევრობასკეტის B დივიზიონის ყველა ვარსკვლავის მატჩში.

ბახტაძეს აქვს კლასიკური ცენტრის ყველა ინსტრუმენტი და უნარი, მისი 2.10 მ სიმაღლით, ხელების სიგრძით, ფარზე ასხლეტილ ბურთზე ინსტიქტურად თამაშით და 3-წამიანის დაცვით. ჟალგირისის ცენტრი აერთიანებს ამ უნარებს სამქულიანი სროლის ეფექტურობით, რაც მას საშიშს ხდის კომბინაციების დროსაც. გასულ წელს, საქართველო მეხუთე ადგილზე გასვლის შემდეგ დაწინაურებასთან ახლოს იყო და წელს ისინი, 2013 წლის შემდეგ პირველად შეეცდებიან A დივიზიონში დაბრუნებას, სადაც ბახტაძე მათი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იქნება. - ვკითხულობთ FIBA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა ჯგუფში 2 თამაში უკვე ჩაატარა. გახსნით მატჩში ავსტრიასთან დავმარცხდით (ბახტაძეს 12 ქულა ჰქონდა), ხოლო შვეიცარიასთან გავიმარჯვეთ და ავთანდილ ბახტაძემ 20 ქულა მოუტანა ჩვენს ნაკრებს.

სხვა სტატიები