საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა
ევროპის 20-წლამდელთა საკალათბურთო ჩემპიონატის B დივიზიონში, საქართველოს ნაკრებმა, საკუთარ ჯგუფში მეორე შეხვედრა მოიგო. ქართველმა კალათბურთელებმა ბულგარელებს დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 88:84 მოიგო და იქამდე, სანამ რუმინეთი თავის შეხვედრას ითამაშებს, ჯგუფის პირველ ადგილს იკავებს.
საოცარი მატჩი ჩაატარა გიორგი სულაბერიძემ, რომელმაც 36 წუთში 22 ქულა და 20 მოხსნა დააგროვა. 19 ქულა ჰქონდა საქართველოს ნაკრების წევრს გიორგი ოჩხიკიძეს - 6 მოხსნასა და 6 შედეგიან გადაცემასთან ერთად. ბაქარ ბერეკაშვილმა და ანრი ბელთაძემ გუნდს 12-12 ქულა მოუტანეს, ვატო გაჩეჩილლაძემა და ლუკა ალავიძემ კი შესაბამისად 13 და 10 ქულა ჩააგდეს მეტოქის კალათში.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა პირველ ორ ტურში ჯერ ალბანეთს მოუგო, შემდეგ კი რუმინეთთან დამარცხდა. ჯგუფიდან გამსვლელ შეხვედრას ჩვენი გუნდი 16 ივლისს, ესტონელ თანატოლებთან ჩაატარებს.